ადრე, რამოდენიმე წლის წინ ჩვეულებრივ შესაძლებელი იყო გაგრილების მიზნით მდინარეში ბანაობა, მაგრამ ახლა თითქმის წარმოუდგენელია.
ალბათ დაინტერესდებით რატომ!
ეს ყველაფერი ჩვენი, ადამიანების დაუდევრობით ხდება. 2015 წლის ზაფხულს დავაკვირდი, რომ მდინარე ნელ-ნელა უამრავ ნაგავს რიყავდა ნაპირზე. ბევრი სოფელი და დასახლება ვიცი ქვემოქართლში, რომელიც სასმელ თუ არა, ყოველდღიურობაში იყენებდა მდინარე ალგეთის წყალს. წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანი მიიღებდა ზარალს...
ადამიანები არ ვუფიქრდებით ჩვენს ქმედებებს და დარწმუნებულივარ აი ამწამს არც არავინ ფიქრობს ბუნებაზე, არც გარემოს დაბინძურებაზე და არც მის შედეგებზე... არ ვამბობ, რომ ეს მოგვარებადი პრობლემაა, არც იმას ვფიქრობ, რომ ეს ყველა პრობლემა რაც ჩვენს წინაშეა ოდესმე მოგვარდება, უბრალოდ ცოტაოდენი პატივისცემა მაინც უნდა გამოვიჩინოთ ბუნებისადმი, ყველა ხომ ბუნებისშვილები ვართ...
ლელა სრულიად გეთანხმები. 2015 წლის ზაფხულში მე და ჩემს ოჯახს ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა მდინარის დაბინძურების გამო. მადლობა შენ,რომ შეეხე ამ თემას
ReplyDeleteდიახ ქეთი არამარტო შენ არამედ ძალიან ბევრ ოჯახს შეექმნა ამ მხრივ პრობლემა, რაც ჩვენი ყველას გულის ტკივილია...
Delete