Friday, December 4, 2015

სკოლის გამწვანება

      დღეს მინდა გესაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბუნების კეთილდღეობისთვის მცირედს მაინც აკეთებენ. ამჟამად მინდა მოგითხროთ ერთი პატარა თავგადასავალი რომელიც ბოგვის საჯარო სკოლის X კლასს შეემთხვა.
     მე და ჩემს კლასელებს  უკვე მეტნაკლებად გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი თვითოეული გცევა, მოპყრობა ბუნებისადმი ამიტომ გვინდოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა სკოლის გამწვანებაში, ხეების დარგვაში... გადავწყვიტეთ მიგვეღო მომავლის თაობის პროექტში მონაწილეობა და გაგვემწვანებინა ჩვენი გარემო. დირექტორთან ერთად ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით, დიახ Xკლასის 9 მოსწავლემ იმდენი შეძლო, რომ სატყეო ორგანიზაციის დახმარებით 100 ნერგი მოიტანეს, (ამ შემთხვევაში ნერგები მოსწავლეებმა ამოიგეს ტყიდან) წინასწარ დავამზადეთ ორმოები და სპეციალურად გაკეთებული ორმოებში განვათავსეთ ნერგები. ძალიან ბევრი ვიხალისეთ და ამვდროულად კეთილი საქმეც გავაკეთეთ. შეგახსენებთ, რომ ადამიანმა წელიწადში მინიმუმ 12 ხე უნდა დარგოს, მე მაგალითად დიდი ხალისით და მონდომებით დავრგი 17 ნერგი. შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში წყალს ვუსხავდით თითოეულ ნერგს და პატარა სამაგრებს   ვუკეთებდით,რომ ზამთარში დაწოლილ თოვლს არ გაენადგურებინა იგი.
    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მთელი მონდომებით განვახორციელეთ, ჩვენც კარგად ვხვდებით ბუნებას მოფრთხილება უნდა. ჩვენი ამ ქცევით შედარებით პატარა თაობას დავანახეთ, რომ სულაც არაა საჭირო დიდი სახსრები, პირიქით არანაირი თანხა არ სჭირდება იმას, რომ გაამწვანო ბუნება და მომავალ თაობას ჩვენი ხელით შექმნილი რაგაც დავუტოვოთ.... ამ ყველაფერს პლიუს ის რომ მომავლის თაობის ამ პროექტში გავიმარჯვეთ და უდიდესი მოწონება დავიმსახურეთ.
         


                 
   

No comments:

Post a Comment