სიმართლე რომ ვთქვა არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას უბრალოდ ჩემი მოგობრის ნათქვამმა ჩამაფიქრა... ყველა პრობლემას ერთ სათავამდე მივყავართ და სწორედ ამ ყველაფერს სათავეში ადამიანი და მისი გაუნათლებლობა დგას...
მსოფლიოს ადამიანი მართავს, ყველა უბედურების მომსწრე და მოთავე ადამიანია და მისი გაუნათლებლობა. არ დაფიქრებულხართ?! ადამიანებს ცოტაოდენი პატივისცემა რომ გაგვაჩნდეს ერთმანეთისადმი ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...
ფაქთი ერთია, სხვაობა კი დროში. ერთმანეთს საცხოვრებელი ადგილის, ჩაცმულობის და სასუბრო კილოთი განვასხვავებთ... თუ ადამიანი სოფელში ცხოვრობს აუცილებლად გაუნათლებელია, ასეთი ლოგიკით მოძრაობენ. სინამდვილეში განსხვავება მენტალიტეტშია და არა მდებარეობაში... ეს ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ მინდა ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ ამ საკითხის შესახებ. ბევრ სოფელში მცხოვრებ ადამიანს აქვს უკეთ გაცნობიერებული ბუნების როლი ჩვენს ცხოვრებში ვიდრე რომელიმე პრესტიჟულ ადგილას მცხოვრებ ადამიანს. ასევე უფროსი თაობა უფრო სცემს გარემოს პატივს ასე ვთქვათ, ვიდრე დღეს ჩვენ... ამიტომ მოვეშვათ ერთმანეთის დაცინვას სხვადასხვა გზით და უფრო მეტი ვიფიქროთ ჩვენს ქმედებებზე უკეთესი იქნება.
No comments:
Post a Comment