ერთ დღეს გამოცხადდა პროგრამა ,, მომავლის თაობის '', რომლის მიზანი იყო სამოქალაქო სწავლების ხელშეწყობა ხორციელდება USAID ამერიკის საელჩოს განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტი დაწერეს ბოგვის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა (ამჟამად მყოფ XI კლასმა), ხელმძღვანელი მარინა მჭედლიშვილი. თემა: ,,სოფლის დაგვა-დასუფთავება"-სთან დაკავშირებით მათ 450 აშშ დოლარი მოიგეს...
ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვამზადეთ დუბლიკატები და პოსტები. შევიკრიბეთ სოფელში და დავიწყეთ სოფლის დასუფთავება... ამ ყველაფერს არ ვაკეთებდით იმის გამო, რომ გვჭირდებოდა თანხა, ეს აფსურდი იყო. უბრალოდ ჩვენ გვინდოდა ჩვენი ქცევით დაენახა ჩვენს სოფლელებს, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია მოვუფრთხილდეთ ბუნებას და შევუქმნათ კეთილმოწყობილი გარემო ჩვენს მომავალ თაობას.
სპეციალური ხელთათმანების საშუალებით სოფლის სავალ გზას გავუყევით და მთელი სოფელი დავასაფუსთავეთ ნარჩენებისგან. ეს ნარჩენები მოვათავსეთ სპეციალურ პოლიეთინელის დიდ პარკებში და ავიტანეთ სატვირთო მანქანაზე... შემოგვიერთდა მოხალისეები სოფლის ბავშვები, ბევრიც ვიხალისეთ და გარემოც ნარჩენებისგან დავასუფთავეთ... წესით, როდესაც გვიყურებდნენ ჩვენი სოფლელები იმ ნაგავს სპეციალურად განკუთვნილ ურნებში მოათავსებდნენ და ქუჩებში აღარ დაყრიდნენ...
No comments:
Post a Comment