როდესაც ჩემი ბლოგის მიზანს ვწერდი, მიმაჩნდა, რომ ამ ბლოგის საშვალებით ისეთ იმფორმაციას გადმოგცემდით, რის პრაქტიკულად გამოყენებაც შეგეძლებოდათ. ამიტომ დღეს კიდევ ერთ პრობლემას შევეხები, რომელიც ზღვასთან არის დაკავშირებული და შევეცდები ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანთა ძალიან დიდ რაოდენობას უყვარს ზღვა. ზოგადად სასიამოვნოა მზის ჩასვლის ყურება ზღვაზე ყოფნისას. ხშირად მიხდება ზღვაზე წასვლა და დასვენება, როგორც ქობულეთში ასევე ბათუმსა და სარფში.
წელს, წინა წლებთან შედარებით, ქობულეთში დამსვენებელთა რიცხვი გაზრდილი იყო. რატომღაც მომინდა დაკვირვება პლიაჟზე, თუ როგორ იქცეოდა ხალხი. დაკვირვების ობიექტი ჩემს წინ მყოფი ( სავარაუდოდ უკრაინელი) მამაკაცი, თავისი ოჯახით იყო,ხოლო მეორე ობიექტი ჩემგან 3-4 მეტრით დაშორებული (აქცენტს თუ გავითვალისწინებთ) მეგრელი დედა-შვილი გახლდათ. სიტუაცია ასეთი იყო : დაკვირვების მეორე ობიექტმა- ქართველმა დედამ თავის შვილს უყიდა სიმინდი, ბავშვმა მიირთვა საკვები და დედას მიაწოდა დარჩენილი ნაგავი, დედამ პარკში მოათავსა და წასვლისას პლიაჟზე დატოვა, იქ სადაც ხალხი იჯდა :/ ბავშვმა გაკვირვებით გახედა, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებია ისე დატოვეს ბლიაჟი. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ დაკვირვების პირველ ობიექტმა მოქმედება დაიწყო, ანუ ამ უკრაინელი მამაკაცის მცირეწლოვანმა ქალიშვილმა საკუთარი ჩანთიდან წასახემსებელი პროდუქტი ამოიღო, მიირთვა ჩვეულებრივ და ნარჩენები ისევ ჩანთაში, მაგრამ სხვა განყოფილებაში მოათავსა... აქედან დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, ქართველმა საკუთარის მოფრთხილება არ იცის, ხოლო უცხო ქვეყნის წარმომადგენელს გაფრთხილება არც სჭირდება მან ისედაც კარგად იცის, რომ ასეთი თავშეყრის ადგილას ნაგვის დატოვება, ნარჩენების დაყრა ყოვლად მიუღებელია....
ძალიან შემრცხვა ქართველი ქალბატონის ასეთი საქციელი ამიტომ, როდესაც პლიაჟს ვტოვებდი მისი ნაგავი ჩემს ნაგავთან ერთად მოვათავსე პოლიეთინელის პარკში და ნაგვის ბუნკერში გადავიტანე...
ნუ მიბაძავთ სხვას ცუდ საქციელში, პირიქით გამოასწორეთ იგი!!!
No comments:
Post a Comment