Saturday, December 5, 2015

ინტერვიუ ლუკა კუხიანიძესთან- როგორც თვითონ იძახის იგივე ,,ბლოგერი"

-გამარჯობა ლუკა
-სალამი
-რამოდენიმე კითხვა მაქვს გარემოსთან დაკავშირებებით და შეგიძლია მიპასუხო?
-ვეცდები.
-შენი აზრით რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარემოს ადამიანებისთვის?
-ზოგადად, ვინმემ რომ არ თქვას, ბიოლოგიის წიგნი უდევს და იქიდან გველაპარაკება რაღაცეებსო. ელემენტარული, სულ სულ წვრილი, ჩვეულებრივად მისახვედრი, ლამაზ, მოვლილ კარგ ბუნებაში ადამიანი უფრო ღრმად სუნთქავს, - უფრო კარგ ხასიათზეა. ეს სასიცოცხლო რამდენადაა აღარ ვიცი, ამ ქალაქში ყველას ჩვენ, ცოცხლები გვქვია, მაგრამ კაცმა არ იცის, ასეა თუ არა.
-და როგორ ფიქრობ გარემო რა სახის ზარალს ღებულობს ადამიანისგან?
-ზარალი ისეთი სიტყვაა, ამ კითხვაზე რო არ დაბადებულა, სხვაგან რომ დაიბადა და მერე რო ჩამოვიდა. ზიანს კიდევ რაც შეეხება, დანაგვიანება, გათელვა, მოჭრა, კვალი გამონაბოლქვი და ა.შ. და ა.შ.
-შესაძლებელია გამოვასწოროთ ეს ყველაფერი ?
-რა, მე ასეთი რაღაცეების მწამს ნაკლებად. არა მგონია ვინმემ დანაგვიანება შეწყვიტოს სულ ელემენტარული და მერე გამონაბოლქვი. მე რა, მე საერთდ არ ვფიქრობ ბუნებაზე, ახლა დავფიქრდი კთხვა რომ დასვით თორე... და დარწმუნებული ვარ ყველა ასეა
-მაგრამ ხომ შესაძლებელია რაღაც ღონისძიებები გავატაროთ იმისთვის, რომ დანაგვიანება შემცირდეს?
-თქვენ თუ გაგისწორდებათ, გააკეთეთ, მაგრამ მე თუ მკთხავთ, გიპასუხებთ რომ თქვენ საერთოდ ვერაფერს ვერ შეცვლით, საქართველოში კი არა, თბილისში კი არა, ერთ პატარა უბანშიც ვერ გამოასწორებთ მაგ პრობლემას.
-კარგი, მოდი გკითხავ მოგწონს თუ არა ჩვენი ქვეყნის ბუნება?
-ძალიან. თუმცა სხვა ქვეყნებშიც არა ვყოფილვარ, შეიძლება იქაურობაც კაია
-და ბოლოს ერთს კიდევ გკითხავ, რომ შეგეძლოს რაიმეს შეცვლა თუნდაც საქართველოში, რას შეცვლიდი?
-ყველა პრობლემა ერთი დიდი გაუნათლებლობით მოდის. ეს სიტყვა ყელშია, კი რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი, გაუნათლებელ ადამინებს ძალიან შევავიწროვებდი და მთელ ფულს ალბათ განათლებას მოვახმარდი, შეუძლებელია ეს ყველაფერიც ალბათ, გონება არ აქვს ბევრს მაგრამ მაქსიმალურად გამოვიყენებდი ადამიანებს.
-ძალიან კარგი თუ ასე ფიქრობ, უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.
-გაიხარე

No comments:

Post a Comment