Saturday, December 12, 2015

აჭარის ერთი სოფლის ისტორია

       ჩემმა მეგობარმა იცის რომ ამ პროექტში მონაწილეობას ვიღებ ამიტომ ერთი ამბავი მომიყვა, თავის შესახებ და მთხოვა რომ დამეწერა პოსტი... ორი კვირის წინ აჭარაში ყოფილა სოფელში ბებიასთან და ბაბუათან. ბებიამ საღამოს გარეთ გამოიყვანა შვილიშვილი, რათა პირუტყვის დაბინავებაში მიხმარებოდა, როდესაც საქმე მოათავეს შვილიშვილმა ჯიბიდან მზესუმზირა ამოიღო და დაიწყო მირთმევა, ბებიასაც შესთავაზა მაგრამ ბებიამ უარი განუცხადა, ხოლო როცა ჭამას მორჩა მიიხედ-მოიხედა შვილიშვილმა, ვერსად რომ ვერ დაინახა ნაგვის ბუნკერი ქუჩაში დააგდო ნაგავი... ეს ყველაფერი ბებიას არ გამოპარვია, მივიდა შვილიშვილთან და თბილი მზერით გამოუცხადა - ბებო დიდი გოგო ხარ, არ შეგფერის მასეთი საქციელი, მიდი ახლა აიღე ეგ ნაგავი და წაიღე სახლში, იქ ჩააგდე ბუნკერში ბებიკო. ჩვენ აქ ყველა მასე რომ მოვიქცეთ კი ვიქნებით ყელამდე ნაგავში და მოგვიწევს აქედან გაგცევა - შვილიშვილმაც შეასრულა ბებიას სურვილი მაშინვე... შემდეგ კი ამ ყველაფერზე დაფიქრდა, ბებიის სიტყვებმა ჩააფიქრდა ,, ჩვენ აქ ყველა მასე რომ მოვიქცეთ კი ვიქნებით ყელამდე ნაგავში და მოგვიწევს აქედან გაგცევა'' - ამ სიტყვებზე ფიქრობდა და გარეთ, რომ გამოვიდა სახლიდან მაშინვე მოხვდა თვალში მეზობლები, რომლებიც ზამთრისთვის შეშას იმარაგებდნენ, მამაკაცები შეშას ჭრიდნენ ხოლო ქალები ასუფთავებდნენ შეშის ნაშალისგან დასვრილ ეზოებს...
     უბრალოდ მინდოდა ამ ერთი მაგალითით დაგენახათ რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა მოხუცია ადამიანი თუ ახალგაზრდა, ქალაქში ცხოვრობს თუ სადმე მივარდნილ სოფელში, მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ ყველაფრის, მოფრთხილებაა!!!

No comments:

Post a Comment