Monday, December 14, 2015
ჰაერის დაბინძურება
ჩემს ბლოგს თვალი გადავავლე და უსამართლობის შეგრძნება გამიჩნდა, ძალიან ბევრი, მიწერია ადამიანთა დაუდევრობაზე და ცუდად მოპყრობაზე ბუნებისადმი, ეს ყველაფერი ქუჩების, ქალაქის, სოფლის და ზოგადად ქვეყნის დაბინძურებას ეხება, რომელიც საბოლოოს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ჰაერის დაბინძურებას, ეს ცოტა ფართო საკითხია...
ჰაერის დაბინძურებას წინ უამრავი ფაქტორი უძღვის, ესენია ფაბრიკა- ქარხნებისგან გამოწვეული გამონაბოლქვი, ასევე ავტომანქანების მიერ ჰაერში გამოყოფილი გამონაბოლქვი, უდიდეს ზიანს აყენებს როგორც ადამიანებს ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმებს, ვიცი რომ ჰაერის ასეთი დაბინძურება ხშირ შემთხვევაში ადამიანის გონებაზეც ცუდად მოქმედებს...
დამეთანხმებით და ალბათ ბევრ ადამიანმა იცის, რომ ეს ჰაერში დაგროვილი ნარჩენი აირები გროვდება და მჟავურ წვიმები წარმოიქმნება, რომლებიც შემდეგ უამრავ სახის ზარალს გვაყენებს, ესენია: ხეების, ტბების, მდინარეების, შენობების დაზარალება...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment