შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს პოსტი აქ უადგილოა, მაგრამ ეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო... ბუნება, მთა, ტყე, სიმშვიდე ეს სამოთხეა, დიახ არაამქვეყნიური სამოთხე, რომელიც ადამიანები სხვა სამყაროში გადაყავს... არ მინდა მოვიყვანო სხვა ქვეყნის მაგალითი, რადმინდა სხვა ქვეყანა, როდესაც საქართველო გვყავს მაგალითისთვის.
ხშირად მინდება იმ ყველა პრობლემას გავექცე რაც ჩვენს გარშემოა და სადმე შორს საქართველოში, მთაში გავიქცე, სადაც სიმშვიდეა, სადაც თავისუფლებაა...
საქართველო? ეს ხომ ჩვენი სამშობლოა, ჩვენი დაბადების და გაზრდის ადგილი, ადგილი სადაც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ... შეიძლება გარკვეული მიზეზებისდაგამო მოგიხდეს ადამიანს სამშობლოს დატოვება, მაგრამ შეუძლებელია აქაურობის დავიწყება. მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც საქართველოს ყველა კუთხე- კუნჭული მოვლილი აქვთ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანმა ჯერ თავისი, საკუთარი უნდა ნახოს და დააფასოს, შემდეგ კი სხვა ქვეყნის.
No comments:
Post a Comment