ბუნების დანაგვიანებაში, დაბინძურებაში მთავარი დამნაშავე ადამიანია, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ადამიანი სწორედ ვერ ითვისებს ბუნების წიაღისეულობას. ტყეს არასწორედ იყენებენ მაგალითად ეს იმაში გამოიხატება, რომ სპეციალური ბილეთების გარეშე შედიან ტყეში და სჭრიან იმ ხეებს, რომლებიც ,, ახალგაზრდაა '' ანუ ნერგია პატარა, იმის მაგივრად, რომ მოჭრან ,, მოხუცი " ხე ანუ დაავადმყოფებული, რომელიც მალე გაფუჭდება და გახმება...
დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის რა სარგებლობა აქვს ტყეს, ხეებს. ჯერ პირველი ხის ფესვებს ნიადაგიდან წყალი ამოაქვს, ხოლო ხის ტოტები და საერთოდ ხე სწმინდავს ჰაერს, ასევე ხე შეიძლება მოიჭრას ხმელი და ის აგარ შეუშლის ახალგაზრდა ნერგს განვითარებაში ხელს, ასევე იმ ხმელი ხით უამრავი ნივთის დამზადებაა შესაძლებელი. ეს ბევრ ადამიანს ესმის მაგრამ აკეთებენ საპირისპიროს. ასე რომ ადამიანმა ღვთისგან ბოძებულის სწორედ გამოყენება უნდა ისწავლოს...
No comments:
Post a Comment