მიბაძეთ!!!
Friday, December 18, 2015
სამაგალითო ტურისტი
დგეს ამ ფოტოს გადავაწყდი, არვიცი სიმართლეს შეესაბამება თუ არა, მაგრამ ტყუილად არ დაწერდნენ...შემრცხვა, სერიოზულად შემრცხვა იმ ადამიანების ვინც ის ნაგავი დაყარა და მეამაყება, დიახ მეამაყება ეს ნორვეგიელი ტურისტი რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს,ადამიანმა, რომელმაც გერგეთის სამების ბილიკზე ორი ტომარა ნაგვის შეგროვება მოახერხა, საერთოდ არ დაეზარა და ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ სამაგალითო საქციელი ჩაიდინა, ბუნკერამდე ჩამოიტანა ეს ორი ტომარა ნაგავი...
მიბაძეთ!!!
მიბაძეთ!!!
Tuesday, December 15, 2015
მომავალი ინტერვიუ ^^
ასევე სამომავლოდ ვგეგმავ ჩვენი სკოლის, ბოგვის საჯარო სკოლის დირექტორთან ინტერვიუს ჩაწერას ბუნებასთან და მის დაბინძურებასთან დაკავშრებით, მინდა გავიგო ქალბატონი მარინე თუ გეგმავს რაიმე სახის პროექტს ბუნებასთან დაკავშირებით ან თუ განუხორციელებია ადრე მსგავსი პროექტები ან აქციები, ასევე მაინტერესებს ნახულობს თუ არა ის ჩემს ბლოგს...
ქალბატონი მარინე მჭედლიშვილი ხშირად გვთავაზობს ისეთ პროექტში მონაწილეობას რაც გარემოს უკავშირდება, ჩვენც როგორც იცით არაერთ ასეთ პროექტში გვქვს მიღებული მონაწილეობა, რომელშიც ცუდი შედეგები არ გიჩვენებია ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს სამოქალაქო მასწავლებელს, რომელიც ჩვენი სკოლის დირექტორიცაა.

Monday, December 14, 2015
ჰაერის დაბინძურება
ჩემს ბლოგს თვალი გადავავლე და უსამართლობის შეგრძნება გამიჩნდა, ძალიან ბევრი, მიწერია ადამიანთა დაუდევრობაზე და ცუდად მოპყრობაზე ბუნებისადმი, ეს ყველაფერი ქუჩების, ქალაქის, სოფლის და ზოგადად ქვეყნის დაბინძურებას ეხება, რომელიც საბოლოოს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ჰაერის დაბინძურებას, ეს ცოტა ფართო საკითხია...
ჰაერის დაბინძურებას წინ უამრავი ფაქტორი უძღვის, ესენია ფაბრიკა- ქარხნებისგან გამოწვეული გამონაბოლქვი, ასევე ავტომანქანების მიერ ჰაერში გამოყოფილი გამონაბოლქვი, უდიდეს ზიანს აყენებს როგორც ადამიანებს ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმებს, ვიცი რომ ჰაერის ასეთი დაბინძურება ხშირ შემთხვევაში ადამიანის გონებაზეც ცუდად მოქმედებს...
დამეთანხმებით და ალბათ ბევრ ადამიანმა იცის, რომ ეს ჰაერში დაგროვილი ნარჩენი აირები გროვდება და მჟავურ წვიმები წარმოიქმნება, რომლებიც შემდეგ უამრავ სახის ზარალს გვაყენებს, ესენია: ხეების, ტბების, მდინარეების, შენობების დაზარალება...
Saturday, December 12, 2015
MOE: ნუ დატოვებ ნარჩენებს იზრუნე გარემოზე
მინდა უყუროთ ვიდეოს, უმორჩილესად გთხოვთ ნუ გაიმეორებთ ამ ადამიანების საქციელს პირიქით გამოასწორეთ იგი... ნუ დატოვებთ ნარჩენებს, იზრუნეთ გარემოზე
ავტორი:moegovge.
აჭარის ერთი სოფლის ისტორია
ჩემმა მეგობარმა იცის რომ ამ პროექტში მონაწილეობას ვიღებ ამიტომ ერთი ამბავი მომიყვა, თავის შესახებ და მთხოვა რომ დამეწერა პოსტი... ორი კვირის წინ აჭარაში ყოფილა სოფელში ბებიასთან და ბაბუათან. ბებიამ საღამოს გარეთ გამოიყვანა შვილიშვილი, რათა პირუტყვის დაბინავებაში მიხმარებოდა, როდესაც საქმე მოათავეს შვილიშვილმა ჯიბიდან მზესუმზირა ამოიღო და დაიწყო მირთმევა, ბებიასაც შესთავაზა მაგრამ ბებიამ უარი განუცხადა, ხოლო როცა ჭამას მორჩა მიიხედ-მოიხედა შვილიშვილმა, ვერსად რომ ვერ დაინახა ნაგვის ბუნკერი ქუჩაში დააგდო ნაგავი... ეს ყველაფერი ბებიას არ გამოპარვია, მივიდა შვილიშვილთან და თბილი მზერით გამოუცხადა - ბებო დიდი გოგო ხარ, არ შეგფერის მასეთი საქციელი, მიდი ახლა აიღე ეგ ნაგავი და წაიღე სახლში, იქ ჩააგდე ბუნკერში ბებიკო. ჩვენ აქ ყველა მასე რომ მოვიქცეთ კი ვიქნებით ყელამდე ნაგავში და მოგვიწევს აქედან გაგცევა - შვილიშვილმაც შეასრულა ბებიას სურვილი მაშინვე... შემდეგ კი ამ ყველაფერზე დაფიქრდა, ბებიის სიტყვებმა ჩააფიქრდა ,, ჩვენ აქ ყველა მასე რომ მოვიქცეთ კი ვიქნებით ყელამდე ნაგავში და მოგვიწევს აქედან გაგცევა'' - ამ სიტყვებზე ფიქრობდა და გარეთ, რომ გამოვიდა სახლიდან მაშინვე მოხვდა თვალში მეზობლები, რომლებიც ზამთრისთვის შეშას იმარაგებდნენ, მამაკაცები შეშას ჭრიდნენ ხოლო ქალები ასუფთავებდნენ შეშის ნაშალისგან დასვრილ ეზოებს...
უბრალოდ მინდოდა ამ ერთი მაგალითით დაგენახათ რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა მოხუცია ადამიანი თუ ახალგაზრდა, ქალაქში ცხოვრობს თუ სადმე მივარდნილ სოფელში, მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ ყველაფრის, მოფრთხილებაა!!!
უბრალოდ ჩემი აზრი
სიმართლე რომ ვთქვა არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას უბრალოდ ჩემი მოგობრის ნათქვამმა ჩამაფიქრა... ყველა პრობლემას ერთ სათავამდე მივყავართ და სწორედ ამ ყველაფერს სათავეში ადამიანი და მისი გაუნათლებლობა დგას...
მსოფლიოს ადამიანი მართავს, ყველა უბედურების მომსწრე და მოთავე ადამიანია და მისი გაუნათლებლობა. არ დაფიქრებულხართ?! ადამიანებს ცოტაოდენი პატივისცემა რომ გაგვაჩნდეს ერთმანეთისადმი ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...
ფაქთი ერთია, სხვაობა კი დროში. ერთმანეთს საცხოვრებელი ადგილის, ჩაცმულობის და სასუბრო კილოთი განვასხვავებთ... თუ ადამიანი სოფელში ცხოვრობს აუცილებლად გაუნათლებელია, ასეთი ლოგიკით მოძრაობენ. სინამდვილეში განსხვავება მენტალიტეტშია და არა მდებარეობაში... ეს ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ მინდა ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ ამ საკითხის შესახებ. ბევრ სოფელში მცხოვრებ ადამიანს აქვს უკეთ გაცნობიერებული ბუნების როლი ჩვენს ცხოვრებში ვიდრე რომელიმე პრესტიჟულ ადგილას მცხოვრებ ადამიანს. ასევე უფროსი თაობა უფრო სცემს გარემოს პატივს ასე ვთქვათ, ვიდრე დღეს ჩვენ... ამიტომ მოვეშვათ ერთმანეთის დაცინვას სხვადასხვა გზით და უფრო მეტი ვიფიქროთ ჩვენს ქმედებებზე უკეთესი იქნება.

ჩემი მეგობრის სამაგალითო საქციელი ^^
გუშინ ჩემთვის სასიხარულო ფაქტი მოხდა. როდესაც სკოლაში ვიმყოფებოდით, შესვენებაზე ბავშვებმა წავიხემსეთ, ხოლო ნარჩენები დროებით ფანჯრის რაფაზე მოვათავსეთ. გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩემს ერთ-ერთ კლასელმა აიღო ნაგავი და ფანჯრიდან გადაყრა დააპირა, ამ დროს მეორე კლასელმა ბიჭმა შეაჩერა იგი, დატუქსა მისი საქციელის გამო,გამოართვა ნაგავი და გარეთ, კოლიდორში მდგარ მინიურნაში მოათავსა... გამიხარდა, გამიხარდა იმიტომ, ისინი სისტემატიურად კითხულობენ ჩემს ბლოგს და თვალს ადევნებენ, შესაბამისად ესე იგი ჩემმა პოსტებმა შედეგი გამოიღო, თუნდაც ასე არ იყოს მაინც გამიხარდა მისი ასეთი ქცევა... ასეთი დატუქსვის შემდეგ ეჭვი მეპარება კიდევ ჩაიდინონ ესეთი საქციელი რაც ნაგვის ფანჯრიდან გადაყრას გულისხმობს...
მეამაყება ეს ბავშვი გუშინდელი საქციელის გამო :

მეამაყება, რომ მქვია ქართველი...
შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს პოსტი აქ უადგილოა, მაგრამ ეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო... ბუნება, მთა, ტყე, სიმშვიდე ეს სამოთხეა, დიახ არაამქვეყნიური სამოთხე, რომელიც ადამიანები სხვა სამყაროში გადაყავს... არ მინდა მოვიყვანო სხვა ქვეყნის მაგალითი, რადმინდა სხვა ქვეყანა, როდესაც საქართველო გვყავს მაგალითისთვის.
ხშირად მინდება იმ ყველა პრობლემას გავექცე რაც ჩვენს გარშემოა და სადმე შორს საქართველოში, მთაში გავიქცე, სადაც სიმშვიდეა, სადაც თავისუფლებაა...
საქართველო? ეს ხომ ჩვენი სამშობლოა, ჩვენი დაბადების და გაზრდის ადგილი, ადგილი სადაც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ... შეიძლება გარკვეული მიზეზებისდაგამო მოგიხდეს ადამიანს სამშობლოს დატოვება, მაგრამ შეუძლებელია აქაურობის დავიწყება. მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც საქართველოს ყველა კუთხე- კუნჭული მოვლილი აქვთ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანმა ჯერ თავისი, საკუთარი უნდა ნახოს და დააფასოს, შემდეგ კი სხვა ქვეყნის.

Monday, December 7, 2015
ზღვის ერთი ინციდენტი
როდესაც ჩემი ბლოგის მიზანს ვწერდი, მიმაჩნდა, რომ ამ ბლოგის საშვალებით ისეთ იმფორმაციას გადმოგცემდით, რის პრაქტიკულად გამოყენებაც შეგეძლებოდათ. ამიტომ დღეს კიდევ ერთ პრობლემას შევეხები, რომელიც ზღვასთან არის დაკავშირებული და შევეცდები ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანთა ძალიან დიდ რაოდენობას უყვარს ზღვა. ზოგადად სასიამოვნოა მზის ჩასვლის ყურება ზღვაზე ყოფნისას. ხშირად მიხდება ზღვაზე წასვლა და დასვენება, როგორც ქობულეთში ასევე ბათუმსა და სარფში.
წელს, წინა წლებთან შედარებით, ქობულეთში დამსვენებელთა რიცხვი გაზრდილი იყო. რატომღაც მომინდა დაკვირვება პლიაჟზე, თუ როგორ იქცეოდა ხალხი. დაკვირვების ობიექტი ჩემს წინ მყოფი ( სავარაუდოდ უკრაინელი) მამაკაცი, თავისი ოჯახით იყო,ხოლო მეორე ობიექტი ჩემგან 3-4 მეტრით დაშორებული (აქცენტს თუ გავითვალისწინებთ) მეგრელი დედა-შვილი გახლდათ. სიტუაცია ასეთი იყო : დაკვირვების მეორე ობიექტმა- ქართველმა დედამ თავის შვილს უყიდა სიმინდი, ბავშვმა მიირთვა საკვები და დედას მიაწოდა დარჩენილი ნაგავი, დედამ პარკში მოათავსა და წასვლისას პლიაჟზე დატოვა, იქ სადაც ხალხი იჯდა :/ ბავშვმა გაკვირვებით გახედა, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებია ისე დატოვეს ბლიაჟი. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ დაკვირვების პირველ ობიექტმა მოქმედება დაიწყო, ანუ ამ უკრაინელი მამაკაცის მცირეწლოვანმა ქალიშვილმა საკუთარი ჩანთიდან წასახემსებელი პროდუქტი ამოიღო, მიირთვა ჩვეულებრივ და ნარჩენები ისევ ჩანთაში, მაგრამ სხვა განყოფილებაში მოათავსა... აქედან დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, ქართველმა საკუთარის მოფრთხილება არ იცის, ხოლო უცხო ქვეყნის წარმომადგენელს გაფრთხილება არც სჭირდება მან ისედაც კარგად იცის, რომ ასეთი თავშეყრის ადგილას ნაგვის დატოვება, ნარჩენების დაყრა ყოვლად მიუღებელია....
ძალიან შემრცხვა ქართველი ქალბატონის ასეთი საქციელი ამიტომ, როდესაც პლიაჟს ვტოვებდი მისი ნაგავი ჩემს ნაგავთან ერთად მოვათავსე პოლიეთინელის პარკში და ნაგვის ბუნკერში გადავიტანე...
ნუ მიბაძავთ სხვას ცუდ საქციელში, პირიქით გამოასწორეთ იგი!!!

Saturday, December 5, 2015
ინტერვიუ ლუკა კუხიანიძესთან- როგორც თვითონ იძახის იგივე ,,ბლოგერი"
-გამარჯობა ლუკა
-სალამი
-რამოდენიმე კითხვა მაქვს გარემოსთან დაკავშირებებით და შეგიძლია მიპასუხო?
-ვეცდები.
-შენი აზრით რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარემოს ადამიანებისთვის?
-ზოგადად, ვინმემ რომ არ თქვას, ბიოლოგიის წიგნი უდევს და იქიდან გველაპარაკება რაღაცეებსო. ელემენტარული, სულ სულ წვრილი, ჩვეულებრივად მისახვედრი, ლამაზ, მოვლილ კარგ ბუნებაში ადამიანი უფრო ღრმად სუნთქავს, - უფრო კარგ ხასიათზეა. ეს სასიცოცხლო რამდენადაა აღარ ვიცი, ამ ქალაქში ყველას ჩვენ, ცოცხლები გვქვია, მაგრამ კაცმა არ იცის, ასეა თუ არა.
-და როგორ ფიქრობ გარემო რა სახის ზარალს ღებულობს ადამიანისგან?
-ზარალი ისეთი სიტყვაა, ამ კითხვაზე რო არ დაბადებულა, სხვაგან რომ დაიბადა და მერე რო ჩამოვიდა. ზიანს კიდევ რაც შეეხება, დანაგვიანება, გათელვა, მოჭრა, კვალი გამონაბოლქვი და ა.შ. და ა.შ.
-შესაძლებელია გამოვასწოროთ ეს ყველაფერი ?
-რა, მე ასეთი რაღაცეების მწამს ნაკლებად. არა მგონია ვინმემ დანაგვიანება შეწყვიტოს სულ ელემენტარული და მერე გამონაბოლქვი. მე რა, მე საერთდ არ ვფიქრობ ბუნებაზე, ახლა დავფიქრდი კთხვა რომ დასვით თორე... და დარწმუნებული ვარ ყველა ასეა
-მაგრამ ხომ შესაძლებელია რაღაც ღონისძიებები გავატაროთ იმისთვის, რომ დანაგვიანება შემცირდეს?
-თქვენ თუ გაგისწორდებათ, გააკეთეთ, მაგრამ მე თუ მკთხავთ, გიპასუხებთ რომ თქვენ საერთოდ ვერაფერს ვერ შეცვლით, საქართველოში კი არა, თბილისში კი არა, ერთ პატარა უბანშიც ვერ გამოასწორებთ მაგ პრობლემას.
-კარგი, მოდი გკითხავ მოგწონს თუ არა ჩვენი ქვეყნის ბუნება?
-ძალიან. თუმცა სხვა ქვეყნებშიც არა ვყოფილვარ, შეიძლება იქაურობაც კაია
-და ბოლოს ერთს კიდევ გკითხავ, რომ შეგეძლოს რაიმეს შეცვლა თუნდაც საქართველოში, რას შეცვლიდი?
-ყველა პრობლემა ერთი დიდი გაუნათლებლობით მოდის. ეს სიტყვა ყელშია, კი რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი, გაუნათლებელ ადამინებს ძალიან შევავიწროვებდი და მთელ ფულს ალბათ განათლებას მოვახმარდი, შეუძლებელია ეს ყველაფერიც ალბათ, გონება არ აქვს ბევრს მაგრამ მაქსიმალურად გამოვიყენებდი ადამიანებს.
-ძალიან კარგი თუ ასე ფიქრობ, უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.
-გაიხარე

მდინარე ალგეთი
დღეს მინდა გესაუბროთ ჩემთვის მტკივნეულ თემაზე ... ახლოს ვცხოვრობ მდინარესთან, შესაბამისად ზაფხულობით ხშირად ვიკრიბებით მეგობრები მდინარე ალგეთის პირთან.
ადრე, რამოდენიმე წლის წინ ჩვეულებრივ შესაძლებელი იყო გაგრილების მიზნით მდინარეში ბანაობა, მაგრამ ახლა თითქმის წარმოუდგენელია.
ალბათ დაინტერესდებით რატომ!
ეს ყველაფერი ჩვენი, ადამიანების დაუდევრობით ხდება. 2015 წლის ზაფხულს დავაკვირდი, რომ მდინარე ნელ-ნელა უამრავ ნაგავს რიყავდა ნაპირზე. ბევრი სოფელი და დასახლება ვიცი ქვემოქართლში, რომელიც სასმელ თუ არა, ყოველდღიურობაში იყენებდა მდინარე ალგეთის წყალს. წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანი მიიღებდა ზარალს...
ადამიანები არ ვუფიქრდებით ჩვენს ქმედებებს და დარწმუნებულივარ აი ამწამს არც არავინ ფიქრობს ბუნებაზე, არც გარემოს დაბინძურებაზე და არც მის შედეგებზე... არ ვამბობ, რომ ეს მოგვარებადი პრობლემაა, არც იმას ვფიქრობ, რომ ეს ყველა პრობლემა რაც ჩვენს წინაშეა ოდესმე მოგვარდება, უბრალოდ ცოტაოდენი პატივისცემა მაინც უნდა გამოვიჩინოთ ბუნებისადმი, ყველა ხომ ბუნებისშვილები ვართ...

დასუფთავების აქცია
ერთ დღეს გამოცხადდა პროგრამა ,, მომავლის თაობის '', რომლის მიზანი იყო სამოქალაქო სწავლების ხელშეწყობა ხორციელდება USAID ამერიკის საელჩოს განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტი დაწერეს ბოგვის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა (ამჟამად მყოფ XI კლასმა), ხელმძღვანელი მარინა მჭედლიშვილი. თემა: ,,სოფლის დაგვა-დასუფთავება"-სთან დაკავშირებით მათ 450 აშშ დოლარი მოიგეს...
ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვამზადეთ დუბლიკატები და პოსტები. შევიკრიბეთ სოფელში და დავიწყეთ სოფლის დასუფთავება... ამ ყველაფერს არ ვაკეთებდით იმის გამო, რომ გვჭირდებოდა თანხა, ეს აფსურდი იყო. უბრალოდ ჩვენ გვინდოდა ჩვენი ქცევით დაენახა ჩვენს სოფლელებს, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია მოვუფრთხილდეთ ბუნებას და შევუქმნათ კეთილმოწყობილი გარემო ჩვენს მომავალ თაობას.
სპეციალური ხელთათმანების საშუალებით სოფლის სავალ გზას გავუყევით და მთელი სოფელი დავასაფუსთავეთ ნარჩენებისგან. ეს ნარჩენები მოვათავსეთ სპეციალურ პოლიეთინელის დიდ პარკებში და ავიტანეთ სატვირთო მანქანაზე... შემოგვიერთდა მოხალისეები სოფლის ბავშვები, ბევრიც ვიხალისეთ და გარემოც ნარჩენებისგან დავასუფთავეთ... წესით, როდესაც გვიყურებდნენ ჩვენი სოფლელები იმ ნაგავს სპეციალურად განკუთვნილ ურნებში მოათავსებდნენ და ქუჩებში აღარ დაყრიდნენ...

Friday, December 4, 2015
მეეზოვე
თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მეეზოვე არის ბუნების დამცველი. ადამიანი რომელიც ადამიანისგან დაბინძურებულ ქუჩებს უთენია ასუთავებს... განა უღირს იმ თანხად რასაც აძლევენ?! უბრალოდ მიეჩვივნენ იმას რომ ბუნებისთვის, ქალაქისთვის სასარგებლო გააკეთონ ასევე მისაბაძი. მაგალითად როდესაც დილით 6საათზე ადგება მეეზოვე და დაიწყებს იმ ნარჩენების აგროვებას და დასუფთავებას რაც წინა დღით ადამიანმა დაანაგვიანა იქნებ მაშინ დაინახოს რიგითმა მოქალაქემ და დააფასოს იმ ადამიანის შრომა, რომლებსაც მეეზოვე ჰქვიათ და არა მენაგვე! ეს ტონი მაღიზიანებს, როდესაც მათ მენაგვედ მოიხსენიებენ...
ისინი დარსა თუ უამინდობაში უხმაუროდ, მონდომებით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმე, საკმაოდ ღირებულია ქალაქის იერსახისშესაქმნელად, მოსახლეობის განწყობის ასამაღლებად.
-უდავო ფაქტია, ბოლო თვეების განმოავლობაში ვერ დავემდურებით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს. მათი მონდომებული შრომის შედეგია დღეს დასუფთავებული ქუჩების, პარკების და ტყეპარკების მდგომარეობა.

- აცხადებს თეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თამაზ ბექაური. თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს მათ ქმედებებზე, შევეცადოთ მეტი საკეთებელი და დასასუფთავებელი არ გავუხადოთ ამ სამაგალითო ადამიანებს !
![]() |

ადამიანთა მობყრობა ბუნებისადმი
ბუნების დანაგვიანებაში, დაბინძურებაში მთავარი დამნაშავე ადამიანია, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ადამიანი სწორედ ვერ ითვისებს ბუნების წიაღისეულობას. ტყეს არასწორედ იყენებენ მაგალითად ეს იმაში გამოიხატება, რომ სპეციალური ბილეთების გარეშე შედიან ტყეში და სჭრიან იმ ხეებს, რომლებიც ,, ახალგაზრდაა '' ანუ ნერგია პატარა, იმის მაგივრად, რომ მოჭრან ,, მოხუცი " ხე ანუ დაავადმყოფებული, რომელიც მალე გაფუჭდება და გახმება...
დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის რა სარგებლობა აქვს ტყეს, ხეებს. ჯერ პირველი ხის ფესვებს ნიადაგიდან წყალი ამოაქვს, ხოლო ხის ტოტები და საერთოდ ხე სწმინდავს ჰაერს, ასევე ხე შეიძლება მოიჭრას ხმელი და ის აგარ შეუშლის ახალგაზრდა ნერგს განვითარებაში ხელს, ასევე იმ ხმელი ხით უამრავი ნივთის დამზადებაა შესაძლებელი. ეს ბევრ ადამიანს ესმის მაგრამ აკეთებენ საპირისპიროს. ასე რომ ადამიანმა ღვთისგან ბოძებულის სწორედ გამოყენება უნდა ისწავლოს...

სკოლის გამწვანება
დღეს მინდა გესაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბუნების კეთილდღეობისთვის მცირედს მაინც აკეთებენ. ამჟამად მინდა მოგითხროთ ერთი პატარა თავგადასავალი რომელიც ბოგვის საჯარო სკოლის X კლასს შეემთხვა.
მე და ჩემს კლასელებს უკვე მეტნაკლებად გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი თვითოეული გცევა, მოპყრობა ბუნებისადმი ამიტომ გვინდოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა სკოლის გამწვანებაში, ხეების დარგვაში... გადავწყვიტეთ მიგვეღო მომავლის თაობის პროექტში მონაწილეობა და გაგვემწვანებინა ჩვენი გარემო. დირექტორთან ერთად ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით, დიახ Xკლასის 9 მოსწავლემ იმდენი შეძლო, რომ სატყეო ორგანიზაციის დახმარებით 100 ნერგი მოიტანეს, (ამ შემთხვევაში ნერგები მოსწავლეებმა ამოიგეს ტყიდან) წინასწარ დავამზადეთ ორმოები და სპეციალურად გაკეთებული ორმოებში განვათავსეთ ნერგები. ძალიან ბევრი ვიხალისეთ და ამვდროულად კეთილი საქმეც გავაკეთეთ. შეგახსენებთ, რომ ადამიანმა წელიწადში მინიმუმ 12 ხე უნდა დარგოს, მე მაგალითად დიდი ხალისით და მონდომებით დავრგი 17 ნერგი. შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში წყალს ვუსხავდით თითოეულ ნერგს და პატარა სამაგრებს ვუკეთებდით,რომ ზამთარში დაწოლილ თოვლს არ გაენადგურებინა იგი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მთელი მონდომებით განვახორციელეთ, ჩვენც კარგად ვხვდებით ბუნებას მოფრთხილება უნდა. ჩვენი ამ ქცევით შედარებით პატარა თაობას დავანახეთ, რომ სულაც არაა საჭირო დიდი სახსრები, პირიქით არანაირი თანხა არ სჭირდება იმას, რომ გაამწვანო ბუნება და მომავალ თაობას ჩვენი ხელით შექმნილი რაგაც დავუტოვოთ.... ამ ყველაფერს პლიუს ის რომ მომავლის თაობის ამ პროექტში გავიმარჯვეთ და უდიდესი მოწონება დავიმსახურეთ.

Subscribe to:
Posts (Atom)