მიბაძეთ!!!
ბუნების მცველები
Friday, December 18, 2015
სამაგალითო ტურისტი
დგეს ამ ფოტოს გადავაწყდი, არვიცი სიმართლეს შეესაბამება თუ არა, მაგრამ ტყუილად არ დაწერდნენ...შემრცხვა, სერიოზულად შემრცხვა იმ ადამიანების ვინც ის ნაგავი დაყარა და მეამაყება, დიახ მეამაყება ეს ნორვეგიელი ტურისტი რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს,ადამიანმა, რომელმაც გერგეთის სამების ბილიკზე ორი ტომარა ნაგვის შეგროვება მოახერხა, საერთოდ არ დაეზარა და ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ სამაგალითო საქციელი ჩაიდინა, ბუნკერამდე ჩამოიტანა ეს ორი ტომარა ნაგავი...
მიბაძეთ!!!
მიბაძეთ!!!
Tuesday, December 15, 2015
მომავალი ინტერვიუ ^^
ასევე სამომავლოდ ვგეგმავ ჩვენი სკოლის, ბოგვის საჯარო სკოლის დირექტორთან ინტერვიუს ჩაწერას ბუნებასთან და მის დაბინძურებასთან დაკავშრებით, მინდა გავიგო ქალბატონი მარინე თუ გეგმავს რაიმე სახის პროექტს ბუნებასთან დაკავშირებით ან თუ განუხორციელებია ადრე მსგავსი პროექტები ან აქციები, ასევე მაინტერესებს ნახულობს თუ არა ის ჩემს ბლოგს...
ქალბატონი მარინე მჭედლიშვილი ხშირად გვთავაზობს ისეთ პროექტში მონაწილეობას რაც გარემოს უკავშირდება, ჩვენც როგორც იცით არაერთ ასეთ პროექტში გვქვს მიღებული მონაწილეობა, რომელშიც ცუდი შედეგები არ გიჩვენებია ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს სამოქალაქო მასწავლებელს, რომელიც ჩვენი სკოლის დირექტორიცაა.

Monday, December 14, 2015
ჰაერის დაბინძურება
ჩემს ბლოგს თვალი გადავავლე და უსამართლობის შეგრძნება გამიჩნდა, ძალიან ბევრი, მიწერია ადამიანთა დაუდევრობაზე და ცუდად მოპყრობაზე ბუნებისადმი, ეს ყველაფერი ქუჩების, ქალაქის, სოფლის და ზოგადად ქვეყნის დაბინძურებას ეხება, რომელიც საბოლოოს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ჰაერის დაბინძურებას, ეს ცოტა ფართო საკითხია...
ჰაერის დაბინძურებას წინ უამრავი ფაქტორი უძღვის, ესენია ფაბრიკა- ქარხნებისგან გამოწვეული გამონაბოლქვი, ასევე ავტომანქანების მიერ ჰაერში გამოყოფილი გამონაბოლქვი, უდიდეს ზიანს აყენებს როგორც ადამიანებს ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმებს, ვიცი რომ ჰაერის ასეთი დაბინძურება ხშირ შემთხვევაში ადამიანის გონებაზეც ცუდად მოქმედებს...
დამეთანხმებით და ალბათ ბევრ ადამიანმა იცის, რომ ეს ჰაერში დაგროვილი ნარჩენი აირები გროვდება და მჟავურ წვიმები წარმოიქმნება, რომლებიც შემდეგ უამრავ სახის ზარალს გვაყენებს, ესენია: ხეების, ტბების, მდინარეების, შენობების დაზარალება...
Saturday, December 12, 2015
MOE: ნუ დატოვებ ნარჩენებს იზრუნე გარემოზე
მინდა უყუროთ ვიდეოს, უმორჩილესად გთხოვთ ნუ გაიმეორებთ ამ ადამიანების საქციელს პირიქით გამოასწორეთ იგი... ნუ დატოვებთ ნარჩენებს, იზრუნეთ გარემოზე
ავტორი:moegovge.
აჭარის ერთი სოფლის ისტორია
ჩემმა მეგობარმა იცის რომ ამ პროექტში მონაწილეობას ვიღებ ამიტომ ერთი ამბავი მომიყვა, თავის შესახებ და მთხოვა რომ დამეწერა პოსტი... ორი კვირის წინ აჭარაში ყოფილა სოფელში ბებიასთან და ბაბუათან. ბებიამ საღამოს გარეთ გამოიყვანა შვილიშვილი, რათა პირუტყვის დაბინავებაში მიხმარებოდა, როდესაც საქმე მოათავეს შვილიშვილმა ჯიბიდან მზესუმზირა ამოიღო და დაიწყო მირთმევა, ბებიასაც შესთავაზა მაგრამ ბებიამ უარი განუცხადა, ხოლო როცა ჭამას მორჩა მიიხედ-მოიხედა შვილიშვილმა, ვერსად რომ ვერ დაინახა ნაგვის ბუნკერი ქუჩაში დააგდო ნაგავი... ეს ყველაფერი ბებიას არ გამოპარვია, მივიდა შვილიშვილთან და თბილი მზერით გამოუცხადა - ბებო დიდი გოგო ხარ, არ შეგფერის მასეთი საქციელი, მიდი ახლა აიღე ეგ ნაგავი და წაიღე სახლში, იქ ჩააგდე ბუნკერში ბებიკო. ჩვენ აქ ყველა მასე რომ მოვიქცეთ კი ვიქნებით ყელამდე ნაგავში და მოგვიწევს აქედან გაგცევა - შვილიშვილმაც შეასრულა ბებიას სურვილი მაშინვე... შემდეგ კი ამ ყველაფერზე დაფიქრდა, ბებიის სიტყვებმა ჩააფიქრდა ,, ჩვენ აქ ყველა მასე რომ მოვიქცეთ კი ვიქნებით ყელამდე ნაგავში და მოგვიწევს აქედან გაგცევა'' - ამ სიტყვებზე ფიქრობდა და გარეთ, რომ გამოვიდა სახლიდან მაშინვე მოხვდა თვალში მეზობლები, რომლებიც ზამთრისთვის შეშას იმარაგებდნენ, მამაკაცები შეშას ჭრიდნენ ხოლო ქალები ასუფთავებდნენ შეშის ნაშალისგან დასვრილ ეზოებს...
უბრალოდ მინდოდა ამ ერთი მაგალითით დაგენახათ რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა მოხუცია ადამიანი თუ ახალგაზრდა, ქალაქში ცხოვრობს თუ სადმე მივარდნილ სოფელში, მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ ყველაფრის, მოფრთხილებაა!!!
უბრალოდ ჩემი აზრი
სიმართლე რომ ვთქვა არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას უბრალოდ ჩემი მოგობრის ნათქვამმა ჩამაფიქრა... ყველა პრობლემას ერთ სათავამდე მივყავართ და სწორედ ამ ყველაფერს სათავეში ადამიანი და მისი გაუნათლებლობა დგას...
მსოფლიოს ადამიანი მართავს, ყველა უბედურების მომსწრე და მოთავე ადამიანია და მისი გაუნათლებლობა. არ დაფიქრებულხართ?! ადამიანებს ცოტაოდენი პატივისცემა რომ გაგვაჩნდეს ერთმანეთისადმი ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...
ფაქთი ერთია, სხვაობა კი დროში. ერთმანეთს საცხოვრებელი ადგილის, ჩაცმულობის და სასუბრო კილოთი განვასხვავებთ... თუ ადამიანი სოფელში ცხოვრობს აუცილებლად გაუნათლებელია, ასეთი ლოგიკით მოძრაობენ. სინამდვილეში განსხვავება მენტალიტეტშია და არა მდებარეობაში... ეს ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ მინდა ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ ამ საკითხის შესახებ. ბევრ სოფელში მცხოვრებ ადამიანს აქვს უკეთ გაცნობიერებული ბუნების როლი ჩვენს ცხოვრებში ვიდრე რომელიმე პრესტიჟულ ადგილას მცხოვრებ ადამიანს. ასევე უფროსი თაობა უფრო სცემს გარემოს პატივს ასე ვთქვათ, ვიდრე დღეს ჩვენ... ამიტომ მოვეშვათ ერთმანეთის დაცინვას სხვადასხვა გზით და უფრო მეტი ვიფიქროთ ჩვენს ქმედებებზე უკეთესი იქნება.

ჩემი მეგობრის სამაგალითო საქციელი ^^
გუშინ ჩემთვის სასიხარულო ფაქტი მოხდა. როდესაც სკოლაში ვიმყოფებოდით, შესვენებაზე ბავშვებმა წავიხემსეთ, ხოლო ნარჩენები დროებით ფანჯრის რაფაზე მოვათავსეთ. გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩემს ერთ-ერთ კლასელმა აიღო ნაგავი და ფანჯრიდან გადაყრა დააპირა, ამ დროს მეორე კლასელმა ბიჭმა შეაჩერა იგი, დატუქსა მისი საქციელის გამო,გამოართვა ნაგავი და გარეთ, კოლიდორში მდგარ მინიურნაში მოათავსა... გამიხარდა, გამიხარდა იმიტომ, ისინი სისტემატიურად კითხულობენ ჩემს ბლოგს და თვალს ადევნებენ, შესაბამისად ესე იგი ჩემმა პოსტებმა შედეგი გამოიღო, თუნდაც ასე არ იყოს მაინც გამიხარდა მისი ასეთი ქცევა... ასეთი დატუქსვის შემდეგ ეჭვი მეპარება კიდევ ჩაიდინონ ესეთი საქციელი რაც ნაგვის ფანჯრიდან გადაყრას გულისხმობს...
მეამაყება ეს ბავშვი გუშინდელი საქციელის გამო :
მეამაყება ეს ბავშვი გუშინდელი საქციელის გამო :
Subscribe to:
Posts (Atom)