Sunday, November 15, 2015

ყაზბეგის შესანიშნავი ბუნება

     დიახ! მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებსაც მთა სიგიჟემდე უყვართ. ყოველთვის მთას ვამჯობინებდი ზღვას, რადგან სწორედ მთაშია თავისუფლების და უდიდესი ემოციების ნაზავი...
     საქართველოში,ბევრ ადგილას ვყოფილვარ, მაგრამ არასდროს არ მინახია ყაზბეგი, გერგეთის ეკლესია... როდესაც ჩემმა კლასმა გადაწყვიტა ყაზბეგში წასვლა ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ^^
     გამთენიისას წავედით, გზა ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ შემდეგ რაც იქ დაგვხვდა ყველანაირი დაღლილობის შეგრძნება გაგვიქრო (პირადად ჩემთვის ასე იყო).
    უზარმაზარი მთები, რომლებიც ნისლით იყო დაფარული, მთიდან გამომავალი ხეობა, ხალხი ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე. ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ კლდეზე 8 კილომეტრის ფეხით გავლის შემდეგ დაღილილობის ნაცვლად სიმაყის გრძნობით ვიყავი აღვსილი, არ შეიძლება ვინმემ ეს ადგილი ნახოს და სამშობლო უფრო მეტად არ შეუყვარდეს.
    ერთ ნაგავს ვერ ნახავდით ამ ადგილას, ზოგადად მთის ხალხი პატივს სცემს ბუნებას და ვერ აიტანს მის დაბინძურებას, ყველა ასე რომ ფიქრობდეს ამაზე კარგი არაფერი იქნებოდა...
   დიდხანს აღარ გავაგრძლებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ყაზბეგში გატარებული ერთი დგე სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, ახლა კი ფოტოს დაგიტოვებთ და დატკბით ამ შესანიშნავი ბუნებით.
                           

Wednesday, November 11, 2015

ჩემი პირველი პოსტი

         გამარჯობათ! დღეს ვიწყებ პოსტების გამოქვეყნებას, მინდა ჩემი ბლოგით რაიმე მაინც შევცვალო ჩვენს ყოველდღიურობაში, მინდა ჩემი პოსტებით მიხვდეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნება და ზოგადად გარემო, სწორედ ამას ემსახურება ჩემი ბლოგის მიზანი...
        დიდ პატივს დამდებთ თუ წაიკითხავთ ჩემს ერთ პოსტს მაინც და იქნებ შეგეცვალოთ დამოკიდებულება ბუნებისადმი...